საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, გიმნაზიაში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საინტერესო კვირეული მიეძღვნა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში, გიმნაზიის IIგ კლასის მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი ნარგიზა შელია გახლავთ, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საბავშვო პოეტის, იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, მისი შემოქმედება და დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
ეს დღე დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: