ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს 
29-10-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. 

ახლახან, სკოლის ეკოკლუბის - „21-ე საუკუნე“ წევრმა ჩაატარეს აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა მასწავლებლებისადმი პატივისცემის და მადლიერების გამოხატვას.

ჯგუფის წევრებმა პედაგოგებს ყვავილების თაიგული მიართვეს და მათ მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მნიშვნელოვანია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კარგი ურთიერთობა, ვინაიდან მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა პირდაპირ არის დაკავშირებული მოსწავლის სასკოლო ცხოვრების ხარისხთან და წარმატებასთან. მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გაცემა-მიღება. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებაში, არამედ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში.

„მასწავლებელი მოსწავლეს ასწავლის საკუთარი თავის გამოვლენას, აძლევს შეცდომების დაშვების უფლებას და მისი გამოსწორების შესაძლებლობას და ისინი აღზრდიან მოზარდს თავისუფლად მოაზროვნე დემოკრატიულ მოქალაქეებად. პედაგოგი წარმოადგენს მოსწავლისთვის მოტივაციის წყაროს“,- აღნიშნავენ სკოლაში და სკოლისა და ეკოკლუბის სახელით ყველა პედაგოგს ულოცავენ მასწავლებლის დღს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203