ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მუზეუმის თანამშრომელთა როლი მოირგეს და პრეისტორიულ ხანაზე გამოფენა და პრეზენტაცია მოაწყვეს.
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს, როგორ ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდა ადამიანი, რას საქმიანობდა, როგორი საბრძოლო თუ სამუშაო იარაღები ჰქონდა, როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა მისი საქმიანობა.
მოსწავლეებისთვის თემაზე მუშაობა ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული აღმოჩნდა, მიღებული ცოდნა კი, სიამოვნებით გაუზიარეს სასკოლო საზოგადოებას.
იხილეთ ფოტოები: