კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-8 კლასელთა საინტერესო ექპერიმენტი და ხალისით შესრულებული ლაბორატორიული სამუშაო 
29-10-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, VIII კლასში, ქიმიის გაკვეთილზე ჩატარდა კვლევითი სამუშაო, ექსპერიმენტი - „ნარევისა და ნაერთის თვისებების შესწავლა“. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს რკინისა და გოგირდის ფიზიკური თვისებები, დაამზადეს ნარევი და ნაერთი.

ასევე, ბავშვებმა  მონაცემები შეიტანეს ექსპერიმენტის ოქმში, დასვეს საკვლევი კითხვა და გააკეთეს დასკვნა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ლაბორატორიაში მუშაობის წესებსაც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203