წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც სკოლაში აფასებენ, საინტერესო და სახალისო იყო პრეზენტაცია, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გამართეს და დიდი პატივისცემით უძღვნეს „დედაენის“ შემქმნელს.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას პედაგოგები: ნანი კინწურაშვილი და მაკა ჯიქიძე-გორდულაძე ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას, მის შემოქმედებასა და ისაუბრეს მის ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე.
იხილეთ ფოტოები: