არაშენდის საჯარო სკოლის პირველკლასელ​ებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს 
29-10-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამას ისიც ადასტურებს, რომ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. პედაგოგმა იზრუნა მათ განწყობაზე და საკლასო ოთახი ლამაზად, დეკორაციებით მორთო, რამაც ბავშვების მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.

მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა შეასრულეს - პირველად მოხაზეს „აი ია“ და დრო ხალისიანად, ნაყოფიერად გაატარეს.

„ანბანეთში მოგზაურობა“ პირველკლასელებისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203