ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება პედაგოგების შრომას ხედავს და მათ ღვაწლს აფასებს.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სიხარულითა და მონდომებით ჩაერთო. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, რითაც პედაგოგებს პატივისცემა დაუდასტურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ის ღვაწლმოსილი მასწავლებლები იყვნენ მიწვეული, რომლებმაც პედაგოგიური მოღვაწეობა 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში დაასრულეს.
სკოლამ მასწავლებლებს, ღირსეული მოღვაწეობისთვის, მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო სიგელები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: