მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში მხარდაჭერილი და წახალისებულია.
ახლახან, სკოლაში გუნდურ-ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
შიდასასკოლო ტურში 5-კაციან გუნდებად დაკომპლექტებულმა მოსწავლეებმა 15 შეკითხვას გასცეს პასუხი.
გუნდები 3 ასაკობრივ კატეგორიად იყვნენ დაყოფილი: მე-3-მე-5 კლასელები, მე-6-მე-8 კლასელები და მე-9-მე-12 კლასელები.
პირველი ეტაპი სკოლის სამმა გუნდმა გადალახა წარმატებით, რომლებიც 10 ნოემბერს საქალაქო პირველობაზე იბრძოლებენ.
„წარმატებები ჩვენს ბავშვებს...“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა წარმატება ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: