ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი - თამარ სამსონიძე საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგია.
მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრში თამარ სამსონიძის განხორციელებული საერთაშორისო პროექტები ეროვნული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს პროექტები ევროპულ ხარისხის ნიშანზეა წარდგენილი.
აღნიშნული საერთაშორისო პროექტები eTwinning-ისა და Erasmus+ ის ფარგლებში, European School Education Platform-ზე ხორციელდებოდა. ეს პლატფორმა ევროკომისიის ინიციატივით ფუნქციონირებს.
თამარ სამსონიძემ შემდეგი საერთაშორისო პროექტები განახორციელა:
1. On the road to new English teaching resources - ჩართული იყო 4 ქვეყანა: საქართველო, ხორვატია, ესპანეთი და თურქეთი.
2. Let’s Explore the Secure Internet - ჩართული იყო საქართველო, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია და თურქეთი.
3. Symmetry Around Us -ჩართული იყო 5 ქვეყანა: საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, იორდანია და სლოვაკეთი.
4. Sustainable Solutions for a Cooler Planet: Mitigating Global Warming and Preserving the Ozone Layer - ჩართული იყო 4 ქვეყანა: საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და ლიბანი.
5. Eco-Detectives - ჩართული იყო 4 ქვეყანა: საქართველო, თურქეთი, რუმინეთი და იტალია.
იხილეთ ფოტოები: