საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში გაკვეთილზე ბულინგის შესახებ იმსჯელეს
12-06-2018
საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგმა სალომე ქირიამ სამოდელო გაკვეთილი ბულინგის თემაზე ჩაატარა. 

გაკვეთილის მიზანი იყო სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 

გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს პრობლემაზე, გაიხსენეს პირადი მაგალითები, ისაუბრეს გადაჭრის გზებზე, ჯგუფებში მოამზადეს პრეზენტაციები და სიტუაციური ამოცანები. 

„ამ თემას ერთჯერადი სახე არ ექნება, რა თქმა უნდა. მოსწავლეები მომავალში უკვე თავად მოამზადებენ პრეზენტაციას და ჩაატარებენ სხვა კლასებში ბულინგის თემაზე. ვინაიდან ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, გადავწყვიტეთ რომ აქტიურად ვიმუშაოთ ბულინგის პრევენციაზე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203