თბილისის N106 სკოლის მე-3 კლასელთა მრავალფეროვანი საშემოდგომო აქტივობები
29-10-2024

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ და სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებენ. 

ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებთან ქართულის პედაგოგმა - ნათია ვარძელაშვილმა მორიგი საინტერესო აქტივობა განახორციელა. 

მესამეკლასელებმა მოთხრობა „გორგომიჭელა“ შეისწავლეს. შემდეგ, თემა დაამუშავეს, როლები გაინაწილეს და თეატრალური წარმოდგენა გამართეს. აღსანიშნავია, რომ კლასში საშემოდგომო განწყობა იყო შექმნილი.

მოეწყო ხელნაკეთი წიგნების გამოფენა - „შემოდგომის სიმფონია“, რამაც თეატრალურ წარმოდგენას მეტი ელფერი შეჰმატა.

„ჩურჩხელები ამოვავლეთ და საკლასო გორგომიჭელაც გავაკეთეთ, რომელსაც ბინა კლასში მივუჩინეთ",- აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203