ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეების განათლებაზე, არამედ მათთვის სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზეც ზრუნავენ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი გარემოს დაცვაა. აღსანიშნავია, რომ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის თუ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციებს სისტემატურად ახორციელებენ.
ამჯერად კი, სკოლის ეკოკლუბის და სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროექტის - „როგორ შევიტანოთ წვლილი კლიმატის ცვლილების შემცირებაში“ ფარგლებში, ის საავტომობილო გზა დაასუფთავეს, რომელზეც სკოლა მდებარეობს.
იხილეთ ფოტოები: