ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ლამაზი დღე აჩუქეს.
სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და სიყვარულით ჩაერთო.
სადღესაწაულოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთულ გარემოში მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე ტკბილი და თბილი სიტყვებით მიულოცეს. მათ ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
დღემ ძალიან სასიამოვნოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: