ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ყველაზე პატარების - პირველკლასელების განწყობასა და ცოდნის გაღრმავებაზე კი პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ახლახან, პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დაიწყეს. ისინი თემატურ აქტივობებში მასწავლებლის - ქეთინო მანჯგალაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ.
მოსწავლეებისთვის ეს დღე მართლაც დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცა.
იხილეთ ვიდეო: