ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებითა და ინტერესით დაიწყეს.
მათ „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგ ნინო სალიას ხელმძღვანელობით შეაბიჯეს. მასწავლებელმა პატარებს საინტერესო თემატური აქტივობები შესთავაზა და დღე გაულამაზა.
პირველკლასელებმა კი წინასაანბანო პერიოდში დაგროვლი ცოდნა გამოავლინეს, პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და ისინი გამოწერეს.
სადრესასწაულო განწყობას იისფერი ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთული საკლასო გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: