ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ახლახან, პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი მონდომებითა და სიხარულით „შეაბიჯეს“. მათ „ანბანეთში“ სკოლის ბე კორპუსის პედაგოგი მარინა ცირდავა შეუძღვა.
მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია, თემატური აქტივობები შესთავაზა და მათ განწყობაზე იზრუნა.
„წარმატებები, პატარებო, ცხოვრების დიდ გზაზე“,- ასეთია პედაგოგ მარინა ცირდავას სურვილები.
იხილეთ ვიდეო ბმულზე: