ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მასწავლებლების მთავარი საზრუნავი მოსწავლების განვითარება, მოტივირება და წარმატებული მომავალია.
ამ მიზნით კი, პედაგოგები, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ. ახლახან, მასწავლებელმა ელენე სიხარულიძემ პირველკლასელებთან, მათემატიკაში, საინტერესო აქტივობა - „ციფრებით ხატვა“ განახორციელა.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, ამაზე კი მათი ჩართულობა მეტყველებდა. პატარებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: