ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლას აქტიური და მოტივირებული სასკოლო საზოგადოება ჰყავს.
ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ პედაგოგები - ნაირა გოგიტიძე და ნათია ტაკიძე-შავიშვილი ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ქედის მერიის მხარდაჭერით გამართულ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
გარდა ამისა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი - ლამარა შერვაშიძეც დააჯილდოვა.
ასევე, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ დაბა ქედის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს - გოგა ავალიანს, გუგა ბარამიძეს, ნინი ბეჟანიძეს, ლიზი ბერიძეს, სესილი ბერიძესა და დაჩი დევაძეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ. მათ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.