რუსთავის N5 საჯარო სკოლაში ტრადიციული ღონისძიება - „სული ლექსით გვიდგას“ ჩატარდა
12-06-2018
რუსთავის N5 საჯარო სკოლაში ტრადიციული საქალაქო ღონისძიება „სული ლექსით გვიდგას“ ჩატარდა.

ღონისძიებაში ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსის პირველ ტურში გამარჯვებულმა 10-მა ახალგაზრდა მხატვარმა ჟიურის თავლწინ შეასრულა დავალება, რომელიც მწერალ ჯიმშერ ბედიანაშვილის ლექსს - „როცა სამშობლო ასე შორს არის“ ეხებოდა.

ჟიურიმ გამარჯვებული გამოავლინა. მათ ჯიმშერ ბედიანაშვილის სახელობის პრემია გადაეცათ.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე  ლევან ონიანი, საკრებულოს დეპუტატი გიგა ჯღარკავა და რუსთავის რესურცენტრის უფროსი  თამარ ხეჩიკაშვილი.

კონკურსში რუსთვის N23 საჯარო სკოლის მოსწავლემ დავით ასპანიძემ გაიმარჯვა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203