მუჟალის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
29-10-2024

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს. 

მათ ცოდნის ბილიკებზე მასწავლებელი მარიამ ზურებიანი შეუძღვათ, რომელმაც პატარებს თემატური აქტივობები შესთავაზა და დღე გაულამაზა. 

პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, გამოძერწეს და დაწერეს. სადღესასწაულო განწყობა საზეიმოდ მორთულმა გარემომ კიდევ უფრო აამაღლა. 

მოსწავლეებს პედაგოგმა წიგნიერების საინტერესო გზაზე წარმატებული მოგზაურობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203