ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - თიკა თედორაძესა და ნინი ერემეიშვილს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წინსვლას უსურვებს.
„გილოცავთ ჩვენო საუკეთესოებო! ღირსეული მომავალი თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: