მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, პედაგოგის - თამარ შუგვანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა, ხელოვნებაში, საინტერესო სასკოლო პროექტზე იმუშავეს.
მოსწავლეებმა ლამაზი ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოდგომის ფერები გამოიყენეს. მათ დახატეს მწვერვალები: უშბა, თეთნულდი და ასევე თავიანი სკოლა ლამაზ ფერებში.
„შემოდგომის ფერები, უშბა, თეთნულდი, ჩვენი ლამაზი სკოლა, მზე და საოცარი ბავშვები“, - ასე აფასებენ ამ პროექტს სკოლაში.
პროექტში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: