თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სტრატეგიასა და განმავითარებელ აქტივობას მიმართავენ.
„მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებში უკვე კარგა ხანია, აღიარებული ფაქტია, რომ სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ბავშვობაში ნიშნავს ბავშვების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.
სწორედ ამიტომ, სკოლაში აქტიურად ხორციელდება სოციალურ-ემოციური სწავლება სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით“, - გვიყვებიან სკოლაში.
ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა - ლია ჩაჩუამ მე-2 ბ კლასში მოსწავლეებს შეუტანა „ჯადოსნური ყუთი“, რომელშიც სარკე იყო მოთავსებული. მოსწავლეები მიდიოდნენ ყუთთან, იხედებოდნენ და როგორც გვეუბნებიან, ყველაზე წარმატებულ მოსწავლესაც ხედავდნენ.
„ჩვენ გვჯერა, რომ თუ ვაჩუქებთ ბავშვებს ბედნიერებას დღეს ხვალ ისინი წარმატებულ ზრდასრულებად მოგვევლინებიან“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე