შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინტელექტუალური და სპორტული ღონისძიება იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლამ ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ჭადრაკში, შიდასასკოლო ტურნირი ჩაატარა.
საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები კულტურის სამსახურმა მედლებით დააჯილდოვა.
სასკოლო საზოგადოება და მშობლები მათ მადლობას უხდიან.
„სკოლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები უღრმეს მადლობას გიხდით ვანის კულტურის სამსახურს გამოჩენილი ყურადღებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მუდამ მხარს უჭერს და ხელს უწყობს მოსწავლეთა წარმატებას.
იხილეთ ფოტოები: