ფიროსმანის საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს.
ღონისძიებაში VII, IX, X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელემა პატრიოტული თამატიკის ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, 1918 -1921 წლების მოვლენებსა და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიებას მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდენ. აქტივობას ორგანიზება პედაგოგმა ემზარ ჯაიანმა გაუწია.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.
იხილეთ ფოტო