თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებით თავგადასავალს ჰგავს.
ახლახან, მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საველე კვლევა, მოაწყვეს მცირე ექსკურსია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე. კვლევის მიზანი იყო მცენარეებზე, სხვადასხვა უხერხემლოებზე და ხერხემლიანებზე დაკვირვება, ჩახატვა, ჩანაწერის გაკეთება, ფოტოების გადაღება.
მოსწავლეებმა გაანალიზეს და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნა, თუ რა თვისებები ეხმარება თითოეულ ორგანიზმს გარემოსთან შეგუებაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, უჩენს ინტერესსა და პასუხისმგებლობას ცოცხალი სამყაროს მიმართ, ეხმარება - დაუკავშირონ ერთმანეთს ორგანიზმსა და გარემოში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები.
სასწავლო პროცესს პედაგოგი მარინა კაპანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მეტაც საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: