საპრასიის საჯარო სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღინიშნა 
29-10-2024

შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ბუნების მასწავლებლის - ინგა გიორგაძის ხელმძღვანელობით, გამწვანების ღონისძიება განხორციელდა. მისი მიზანი, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა იყო.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში სხვადასხვა სახეობის მცენარე დარგეს. 

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეებს გარემოს მოვლასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203