„როლური თამაშები“ - თბილისის N166 საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა სასწავლო-შემეცნებითი და ამავე დროს, თავშესაქცევი აქტივობა 
01-11-2024

თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ

მათ შორის აღსანიშნავია, სასწავლო დანიშნულების თამაშები, რომლებიც მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევია

როლური თამაშები“ თბილისის N166 საჯარო სკოლის მე-7 კლასისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, მეტად სახალისო აქტივობაა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლე ამ დროს მარტო სამეტყველო-საკომუნიკაციო უნარების განვითარებას კი არ ეუფლება, არამედ ეს აქტივობა დიდ როლს ასრულებს სოციოკულტურული კომპეტენციის განვითარებაშიც. მოსწავლე სწავლობს კონტექსტისათვის დამახასიათებელ ქცევას, შესაბამის ლექსიკასა და ეტიკეტს, დროის მენეჯმენტს.

სკოლა გვიზიარებს ბარბარე და ელენე ხელაიების მიერ გათამაშებულ დიალოგს, რასაც ხალისით ართმევენ თავს. 

„როგორც ამბობენ, პრაქტიკა სრულგვყოფს“,- დასეძენენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობას მასწავლებელი ნანა რუხაია ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203