თბილისის N89 საჯარო სკოლის ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა და პროექტში ერთვებიან.
მათ შორის, მე-10 კლასის მოსწავლეები ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბაზალეთზე, სასტუმრო-კომპლექს „ოქროს საწმის“ ტერიტორიაზე გამართულ სასკოლო სპორტულ-ინტელექტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ის ისნის რაიონის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა.
ღონისძიება ორი - სპორტული და ინტელექტუალური მიმართულებით ჩატარდა. სპორტულ აქტივობაში თბილისის N89 საჯარო სკოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ინტელექტუალურ აქტივობაში ხუთეულში მოხვდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:
მათ ხელმძღვანელები გახლდნენ მასწავლებლები - გიორგი კაცია და მურად ფახურიძე. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია იყო.
იხილეთ ფოტოები: