ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. მათ ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი მოზარდების ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
მოსწავლეები ინტელექტუალურ პაექრობაში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გამარჯვებული მოსწავლეები საქალაქო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
იხილეთ ფოტოები: