თბილისის N92 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
იქ ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში თეატრალური სტუდია „არტ+“ ფუნქციონირებს.
სტუდია მოზარდების მიღებას ანახლებს და დაინტერესებულ პირებს იწვევს. სტუდიაში მოსწავლეები მეტყველებას, ოსტატობას, სიმღერას, ცეკვასა და პლასტიკას შეისწავლიან.
გაკვეთილები კვირაში სამი დღე, თითო-თითო საათით, ჩატარდება.
იხილეთ ფოტოები: