ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია პირველკლასელებისთვის მოწყობილი დღესასწაული, რომელიც საანბანო პერიოდის დაწყებას მიეძღვნა.
„აი ია“- საოცრების დასაწყისი“- ასე უწოდეს პირველ საანბანო გაკვეთილს, რომელიც სკოლის ეზოში, ჰაერში ფერადი კვამლისა და ბურთების გაშვებით დასრულდა.
პატარებმა ანბანის სწავლის დაწყება - პედაგოგებთან - ნატალია თავართქილაძესთან, რუსუდან ანთიძესთან, ნინო სადრაძესა და ირინე ყაზაიშვილთან ერთად იზეიმეს.
მასწავლებლებმა პატარებს წიგნიერებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: