თბილისის N92 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მე-73 კლასის მოსწავლეებთან, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარა.
პროექტის მიზანი მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, ასევე, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება გახლდათ.
გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეებმა ისეთ საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია, როგორიცაა:
გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს.
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცს და სტატუსი - „ცხოველების მეგობარი“ მიანიჭეს.
აქტივობაში ჩართული იყვნენ კლასის დამრიგებელი თეა ლორთქიფანიძე და ბიოლოგიის მასწავლებელი მაია ზაქარაია.
„მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას, შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებისთვის და ასევე, მადლობას ვუხდით სკოლის სასწავლო ნაწილს, ქალბატონ მზევი ცომაიას, შეხვედრაში მონაწილეობისთვის და დასწრებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: