საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსის ეტაპები კანონით არის დამტკიცებული. აღნიშნულ კურს ორგანიზებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უწევს.
მოსამზადებელი კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა) ფიზიკური მომზადება;
ბ) ზოგადი განათლების სისტემა, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები, მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები;
დ) მანდატურის როლი სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში, მანდატურის გარანტიები, უფლება-მოვალეობები და მათი განხორციელების წესი;
ე) ადამიანისა და მოსწავლეთა უფლებები, მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში;
ვ) დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკა;
ზ) მანდატურის მიერ სამართალდარღვევაზე რეაგირების წესი, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა;
თ) ოჯახში ძალადობა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ი) ბულინგი;
კ) სამოქალაქო თავდაცვა;
ლ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
მ) ჯანსაღი ცხოვრების წესი;
ნ) პირველადი სამედიცინო დახმარება;
ო) ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებები;
პ) ანტისოციალური ქცევა მოზარდებში;
ჟ) კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა;
რ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა.