ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ სხვადსხვა საგანმანათლებლო კონკურსში და თავიანთი ცოდნით, წარმატებით იასპარეზონ.
სწორედ ამ მოტივით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ინტელექტუალური თამაშში - „ტვინების ბრძოლა“, ამჯერად კი, თამაშის შიდასასკოლო ტური გაიმართა.
მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნით ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიეს, მიიღეს ახალი ინფორმაციაც და განიმტკიცეს განვლილი მასალაც.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში იახრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების აქტიურობა და მათი მხარდაჭერ, რომ გაუჩნდეთ სტიმული, თავიანთი ცოდნით არაერთ წარმატებას მიაღწიონ.
იხილეთ ფოტოები: