მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, ეწყობა შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები და მოსწავლეები სასწავლო პროგრამით განსაზღვრული ცოდნის გარდა არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა 112-ის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომელს ეკატერინე ბაძგარაძეს უმასპინძლეს.
შეხვედრა, მე-11 კლასის პროექტის - „მოსწავლეთა მიერ პირველადი დახმარების აღმოჩენის ხელშეწყობა“, ფარგლებში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: