ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არაფორმალური განათლების ხელშეწყობას. სასკოლო საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული რაოდენ დიდია მისი როლი მოსწავლეთა სწავლა-განათლების საქმეში.
ამჯერად, სკოლა დიდი სიამაყით გვიზიარებს, რომ შერჩეულია, იმ 20 საპილოტე სკოლას შორის, სადაც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითმ ღირებულებითი განათლების კლუბები იმუშავებს.
ინიციატივა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N178 საჯარო სკოლაში უკვე მესამე აქტივობა ჩატარდა.
სასკოლო საზოგადოება მადლობას გამოთქვამს ამ შესაძლებლობისთვის და ახარებს, რომ იმ რჩეულ 20 სკოლას შორის მოხვდა.
„მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, დროული საქმის დაწყებისთვის, მადლობა ბავშვებო აქტიურობისთვის, მადლობა დეკანოზ შალვა ჯაჯანიძეს, მამა შალვას - უკვე სხვანაირი ხუთშაბათებია ჩვენთან, თქვენი წყალობით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: