თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
29-10-2024

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-10 კლასელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

დაჯილდოების ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში წარიმართა, მოსწავლეებს შემდგომი წარმატებები უსურვეს სკოლის დირექციამ და მშობლებმა. რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასევე დიდი სტიმულია უმცროსკლასელთათვის, შემდგომში წარმატებების მისაღწევად.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203