საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
მოსწავლეთა მოტივაციაზე სკოლაში აქტიურად ზრუნავენ, ამ მხრივ კი განსაკუთრებული იყო სასწავლო წლის დასაწყისი. პირველი დღის მუხტი მოსწავლეებში ჯერ კიდევ არ განელებულა.
სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო პირველკლასელებისთვის, რომლებსაც პედაგოგმა მრავალფეროვნად მორთულ კლასში უმასპინძლა და წიგნიერების სამყაროში შებიჯება მიულოცა.
„ჩვენი პაწია, მოკრძალებული და სიყვარულით სავსე საკლასო ოთახიდან ვულოცავ ყველა სკოლას სწავლის განახლებას განსაკუთრებით პირველკლასელებს მივულოცავ საინტერესო ახალ ეტაპზე შემობიჯებას.
ჩემს საუკეთესოებს კი, მოუთმენლად ველი და ნაყოფიერ წელს ვუსურვებ“, - ამ სიტყვებით შეეგება პედაგოგი მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: