საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შესანიშნავად შეასრულეს. მათ პლასტელინისგან ნამუშევრები შექმნეს. ბავშვებმა დავალებაზე მუშაობისას შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობაში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხელმარჯვე ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: