ჭიკაანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებით, საზეიმოდ დაიწყეს 
29-10-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ჯადოსნური მოგზაურობა დაიწყო. 

პატარებმა „ანბანეთში“ დიდი სიხარულითა და მონდომებით შეაბიჯეს. მათთვის მასწავლებელმა საზეიმო გაკვეთილი ჩაატარა და მოსწავლეებს თემატური აქტივობები შესთავაზა. 

პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, წინასააბნაბო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულოდ მორთულმა საკლასო ოთახმა მათი განწყობა მეტად აამაღლა.

„საინტერესო მოგზაურობა დავიწყეთ „ანბანეთში“. წარმატებები მინდა გისურვოთ, ჩემო პატარებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203