ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. იქ მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
სკოლაში გამორჩეული იყო ახალი სასწავლო წლის დასაწყისიც. ეს მნიშვნელოვანი დღე მონატრებულ მოსწავლეებს პედაგოგებმა გაულამაზეს და წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში დიდი ჟრიამული და ამაღლებული განწყობა იყო. იქ საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა.
„განსაკუთრებული სიყვარულით დავულოცავთ ცოდნის მიღების რთულ და საინტერესო გზას ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს. დაე, თითოეულ მათგანს ღირსეულად ეკეთებინოს თავისი საქმე“,- სწორედ ასეთი სიტყვები ისმოდა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: