ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის ნათელი მაგალითია პირველკლასელთა პირველი საანბანო გაკვეთილი.
პატარებს პედაგოგმა - თამარ გვაზავამ, ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია.
მასწავლებელმა მათ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა. აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. პირველკლასელებმა პირველად მოხაზეს „აი ია“ და წიგნიერების სამყაროში მოგზაურობას დიდი შემართებით შეუდგნენ.
„დღეს, ჩვენს პატარა პირველკლასელებს, სკოლაში, დიდი დღე ჰქონდათ.
პედაგოგმა, თამარ გვაზავამ, მრავალფეროვანი, სახალისო აქტივობების გამოყენებით შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქა ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს. ისინი გაბრწყინებული თვალებით შეეგებნენ ანბანის შემობრძანებას“, - გვიყვებიან სკოლაში.
სკოლაში პირველკლასელებს მასწავლებელთან ერთად წარმატებებს უსურვებენ.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.
იხილეთ ვიდეო: