ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დილა საჩუქრებით დაიწყო.
სკოლამ კომპანია „ნიკორასგან“ საჩუქრები მიიღო. სკოლას გადაეცა პერსონალური კომპიუტერები, წიგნები და 103 მოსწავლეზე გათვლილი საკანცელარიო ნივთები.
საკანცელარიო ნივთები მოსწავლეებს პედაგოგებმა გადასცეს.
სკოლის დირექტორი ქეთევან გორელაშვილი მადლობას უხდის კომპანია „ნიკორას“ ბავშვების გახარებისა და სკოლის მხარდაჭერისთვის.
„მადლობა, „ნიკორა სუპერმარკეტს“ საკობიანოს საჯარო სკოლის დასაჩუქრებისთვის. სკოლას გადმოეცა პერსონალური კომპიუტერები, წიგნადი ფონდი და 103 მოსწავლეზე (1-დან-მე-8 კლასის ჩათვლით) საკანცელარიო ნივთები. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: