ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლების შრომა და ღვაწლი დაფასებულია. შესაბამისად, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-12 კლასში ორიგინალური ღონისძიება გაიმართა და სასკოლო გარემო ლამაზად მოირთო.
მეთორმეტეკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საყვარელ პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და ასე მიულოცეს პროფესიული დღე.
ბავშვებმა ასევე, მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: