დარკვეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის საანბანო პეროდის დაწყება დღესასწაულად იქცა 
30-10-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი შემართებით დაიწყეს.

პედაგოგმა - ნანა კოპალიანმა მათთვის საკლასო ოთახი ლამაზად, დეკორაციებით მორთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.

ბავშვებმა პირველი „აი ია“ მოხაზეს და ასე შეაბიჯეს „ანბანეთში“.

მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203