ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა მოსწავლეთა მიღწევებს სხვადასხვა ოლიმპიადასა თუ შეჯიბრებაში ყოველთვის მხარს უჭერს და აფასებს.
ამჯერად, სკოლა მოსწავლის - ბიძინა ჭიჭიაშვილის სპორტულ წარმატებას დიდი სიამაყითა და სიხარულით გვიზიარებს.
მან, ძიუდოს სარეიტინგო ტურნირზე, საქართველოს მასშტაბით, მე-2 ადგილი დაიკავა.
სკოლა მას მიღწეულ წარმატებას ულოცავს და კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: