წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მათ მაგიდის ჩოგბურთის რეგიონალური ტურნირში იასპარეზეს წარმატებით.
პირველი ღია რეგიონალური ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, წალკის სასპორტო სკოლის ორგანიზებით და სპორტულ კლუბ „მთიელის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
აღნიშნულ ტურნირში საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები გაინაწილეს.
ნინი ბოლქვაძემ I ადგილი დაიკავა, გეგა შავაძემ, გიგა შავაძემ და სალომე ვაშაყმაძემ II ადგილი დაიკავეს, ზურა კახაძემ კი III ადგილის მოპოვება შეძლო.
მოსწავლეთა მასწავლებელი გელა ბოლქვაძე გახლავთ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: