ბორჯომის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა
13-06-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის VIIIა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო ქართული ენის დიალექტები, დიალექტიზმები და მათი დანიშნულება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საგაკვეთილო მიზნების შესაბამისად, მოსწავლეებს სხვდასხვა საგანში (ქართული, გეიგრაფია) მიღებული ცოდა უნდა გამოეყენებინათ, ამ ცოდნის საფუძველზე მასალა დაემუშავებინათ და სასწავლო რესურსი- ქართული ენის დიალექტების რუკა უნდა შეექმნათ.
„ეს ამიცანები მოსწავლეებისგან მოითხოვდა ანალიტიკურ, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. ამოცანის სირთულიდან გამომდინარე, ძირითადი აქტივობები შესრულდა ჯგუფებში, რაც მოსწავლეებისგან დამატებით სიციალური უნარების ფლობასაც საჭიროებდა. გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეებმა გამოკვეთეს დიალექტური მეტყველებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, მასწავლებლის მიერ მომზადებულ ტექსტებში ამოიცნეს დიალექტური სიტყვები, შეცვალეს სალიტერატურო შესატყვისებით, განმარტეს დიალექტისა და დიალექტიზმების რაობა, ახსნეს დიალექტიზმების დანიშნულება მხატვრულ ლიტერატურაში. საშინაო დავალებაში კი იმსჯელეს, რატომ არის დიალექტები მნიშვნელოვანი ქართული ენისათვის და რატომ არის აუცილებელი მათი შენარჩუნება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მისი თქმით, მასწავლებელმა შეუშავებული გეგმისა და განხორციელებული აქტივობების დახმარებით ქართული ენის საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ კონკრეტულ შედეგებს მიაღწია და ხელი შეუწყო მოსწავლეებში მნიშვნელოვანი უნარებისა და კონპეტენციების განითარებას.