3 საგანი, რომელიც დადგენილ ვადაზე მეტი ხნით შეიძლება ასწავლონ სკოლებმა
04-11-2024

სარეკომენდაციო ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩამოთვლილია ის საგნები, რომელიც შესაძლოა ისწავლებოდეს ერთ წელზე მეტი ვადით.

პირველი გახლავთ მესამე უცხოური ენა, რომელიც გაერთიანებულია უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში და ისწავლება X/XI/XII კლასებში.

ასევე დოკუმენტი ეხება მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენას, რომელიც შესაძლებელია ისწავლებოდეს მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სკოლებში და კლასებში კვირაში 2-საათიანი დატვირთვით. საგანი ერთიანდება სახელმწიფო ენისა და უცხოური ენის საგნობრივ ჯგუფებში.

რაც შეეხება ჭადრაკს (სპეციალური ელექტრონული პროგრამა), რომელიც ერთიანდება ტექნოლოგიების, მათემატიკისა და სპორტის საგნობრივ ჯგუფებში, შეიძლება ისწავლებოდეს II-III კლასებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203